KA EN
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • ტრენინგები
  • გამოკითხვები
  • კონტაქტი
  • 10

    აპრილი, 2021

    კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ბავშვთა კეთილდღეობის პროგრამის ფარგლებში, შუალედური მონიტორინგი განხორციელდა.

    სკოლამდელ დაწესებულებებს პლანშეტები გადაეცათ. 
    Covid-19 პანდემიისგან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სკოლამდელი დაწესებულებები დისტანციურ სასწავლო რეჟიმზეა გადასული.
    პროცესის ხელშიწყობის მიზნით კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების პროგრამის ფარგლებში თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების პარტნიორ 23 სკოლამდელ დაწესებულებას პლანშეტები გადასცა. 

    საქმიანობა

    ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარება

    ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების პროგრამის მიზანია 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება, შესაბამისი სისტემების და მომსახურებების შექმნა თემის და მუნიციპალიტეტის დონეზე, რომელიც ხელს შეუწყობს მხარდამჭერი, უსაფრთხო და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
    იხილეთ ვრცლად

    ბავშვთა დაცვა

    ტრენინგები პრაქტიკოსებისთვის თემაზე -"ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება" დისტანციური სწავლების პროცესში. გადამზადების პროცესში ჩაერთვება პარტიორ დაწესებულებებში მომუშავე 100-მდე პრაქტიკოსი. გადამზადების პროცესში ჩაერთვება პარტიორ დაწესებულებებში მომუშავე 100-მდე პრაქტიკოსი.
    იხილეთ ვრცლად

    ახალგაზრდების გაძლიერება

    ახალგაზრდობა ქვეყნისათვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან სეგმეტს, რომელსაც ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაა საჭირო, შესაბამისი პროგრამების შეთავაზება...
    იხილეთ ვრცლად

    სტატისტიკა

    2 200

    პროგრამაში ჩართული ბავშვი

    200+

    გადამზადებული პედაგოგი ყოველწლიურად

    1 500

    პროგრამაში ჩართული მშობელი

    სახელმწიფო ზრუნვიდან დამოუკიდებელ ცხოვრებამდე

    7 მაისი, 2021

    კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა სახელწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდებისთვის გამოაცხადა მცირე საგრანტო ინიციატივების კონკურსი. კონკურსის გამოცხადებამდე, ცენტრის ხელშეწყობით ნინომ გაიარა პროექტის წერის და სამეწარმეო უნარების განვითარების ტრენინგები. იქიდან გამომდინარე, რომ გოგონას ეხერხებოდა ხელნაკეთი სამკაულების დამზადება, საპროექტო იდეაც, სწორედ ამ მიმართულებით დაამუშავა. ნინომ წამრმატებით გაართვა თავი ყველა ეტაპს და გამარჯვებაც მოიპოვა. 

    დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ნინომ გაიარა სასწავლო კურსი, დაეუფლა ხელნაკეთი სამკაულების დამზადების ტექნიკებს და დღეს ის უკვე დამოუკიდებლად ცდილობს მართოს და განავითაროს აღნიშნული საქმე. 

    მიუხედავად იმისა, რომ ნინო სტუდენტია და საკმაოდ დატვირთული ცხოვრება აქვს, მაინც ახერხებს და მნიშვნელოვან დროს უთმობს საყვარელ საქმიანობას, ცდილობს საკუთარი უნარების კიდევ უფრო განვითარებას და ნივთების ეფექტურ რეალიზებას. 

    "არ მეგონა, რომ პროცესს ასე მარტივად გავართმევდი თავს. სამკაულების დამზადება ჩემთვის საქმესთან ერთად განტვირთვის და დასვენების საშუალებაა. ვისურვებდი, რომ ყველა ჩემ თანატოლს მიეცეს ასეთი შესაძლებლობა, რაც მე კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა მომცა. ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან აუცილებელია" - აღნიშნავს ნინო.  

    „ერთად დავძლიოთ სიღარიბე“ მოდელში ჩართული მეწარმე ქალბატონის ისტორია

    26 მარტი, 2021

    მარინა ახალგაზრდა გოგოა, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის პარტნიორ თემში ცხოვრობს. მარინას ყოველდღიურობა ბავშვების აღზრდითა და ოჯახური საქმიანობით შემოიფარგლებოდა, თუმცა მას ბევრი სხვა უნარ-ჩვევაც გააჩნდა, რომლის რეალიზებაც შესაძლებელი იყო მხარდაჭერის შემთხვევაში. კსგ ცენტრის მხარდაჭერა და ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა მარინასთვის და მისი ოჯახისთვის.

    მარინას ყოველთვის იზიდავდა და აინტერესებდა ქსოვა, ქარგვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება. თუმცა, ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი შემდგომი საქმიანობა ზუსტად მის საყვარელ საქმეს დაუკავშირდებოდა. მარინას ოჯახთან მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ მისთვის განსაკუთრებულ ინტერესს თექის დამუშვების ხელოვნება წარმოადგენდა და გადაწყდა, რომ სწორედ ამ მიმართულებით განევითარებინა უნარ-ჩვევები, რომელიც შემდგომში მისთვის მცირე შემოსავლის წყაროც გახდებოდა.

    კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ჩართულობის შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ორგანიზაციის დახმარებით მარინამ გაიარა პროფესიული გადამზადება, შეისწავლა თექის დამუშავების ტექნიკა და თექისგან აქსესუარებისა და სუვენირების დამზადება დაიწყო. საკუთარი საქმის წამოსაწყებად მარინას ცენტრის მიერ გადაეცა ნივთების დამზადებისთვის საჭირო ყველა მასალა, რის შემდგომაც ცენტრის ჩართულობით ხელნაკეთი ნივთების რეალიზებაზე ზრუვაც დაიწყო.

    დღეს მარინას უკვე საკუთარი საქმე აქვს. მას მცირე შემოსავალიც გაუჩნდა და დამოუკიდებელ და რეალიზებულ ქალად იქცა.  

    „ორგანიზაცია ჩემ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. შესაძლებლობა მომეცა, რომ შემესწავლა და მეკეთებინა ის, რაც ყოველთვის მომწონდა და რაც მთავარია ეს საქმე ჩემი შემოსავლის წყაროდ მექცია. მას შემდეგ რაც თექაზე მუშაობა და მისი რეალიზება დავიწყე უფრო თავდაჯერებული გავხვდი. მე, როგორც დედა, ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი საკუთარი შემოსავლებით ვუზრუნველყო ჩემი შვილების კეთილდღეობა. კსგ ცენტრის დახმარებით ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებაში არაერთი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა" - აღნიშნავს მარინა. 

    მარტოხელა მშობლის წარმატების ისტორია

    25 მარტი, 2021

    სალომე კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის პარტნიორ თემში მცხოვრები მარტოხელა მშობელია, რომელიც უკვე წლებია სრულიად მარტო ზრუნავს სამ მცირეწლოვან შვილზე. კსგ ცენტრთან შეხვედრამ სალომეს და მისი გოგონების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე მზრუნველი და მოსიყვარილე მშობელია, საყოფაცხოვრებო პირობების და სოციალური სიდუხჭირის გამო ვერ ახერხებდა შვილებზე სათანადოდ ზრუნვას და მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას. მცირე შემოსავლის გამო სალომეს უჭირდა ბავშვების გამოკვება და ხშირ შემთხვევაში ბავშვები მშივრები იყვნენ. მათ არც საკმარისი შეშა ჰქონდათ სახლის გასათბობად და მეზობლების იმედად ახერხებდნენ ზამთრის გადატანას.

    მეუღლისგან მიტოვებულმა სალომემ შვილებთან ერთად რამდენიმე წელი გაატარა ერთ-ერთ დასახლებაში, ახლობლის მიერ ნათხოვარ ბინაში, სადაც არც ავეჯი, არც სითბო და არც ბავშვების განვითარებისთვის სხვა მნიშვნელოვანი პირობები იყო. სალომე სოციალური დახმარების იმედად ცდილობდა ბავშვებზე ზრუნვას. არ გააჩნდა მხარდამჭერი წრე და გაჭირვებით ართმევდა თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას.

    მას შემდეგ, რაც კსგ ცენტრისთვის გახდა ცნობილი სალომეს ოჯახის შესახებ ისინი დაუყოვნებლივ ჩაერთნენ ოჯახის მხარდაჭერ მომსახურებაში. სალომესთან შეხვედრის შემდგომ ცხადი გახდა, რომ ოჯახში მაღალი რისკი არსებობდა იმისა, რომ შეუფერებელი გარემო პირობების გამო ბავშვები სახელმწიფო ზრუნვაში გადასულიყვნენ. სწორედ ამიტომ კსგ პროგრამამ სალომესთან კომპლექსური სამუშაოები დაგეგმა.

    ოჯახის მხარდამჭერთან ერთად დაიწყო ინტენსიური მუშაობა სალომეს უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით. პირველ ეტაპზე მოხდა მისი საცხოვრებელი პირობების მოწესრიგება. მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის დახმარებით სალომემ სოფელში იქირავა უსაფრთხო და დაცული ბინა სადაც, ბავშვების სიცოცხლეს ჯანმრთელობას და განვითარებას არ ექმნება საფრთხე. გარდა ამისა აქტიური მუშაობა დაიგეგმა ახალგაზრდა დედის პროფესიული განვითარების კუთხით. მოხდა სამუშაო ადგილის მოძიება და სალომეს დასაქმება.  ის აქტიურად ჩაერთო სამუშაო პროცესში და გარდა იმისა, რომ დასაქმდა, ასევე აქტიური სოციალური ცხოვრება დაიწყო.

    შეიძლება ითქვას, რომ სალომეს, რომელსაც აქამდე საკუთარ შვილებზე ზრუნვაც კი უჭირდა და მომავალს შიშით უყურებდა, ახლა დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია, რომელიც ყოველგვარი დახმარების გარეშე დამოუკიდებლად ახერხებს შვილებზე სრულყოფილ ზრუნვას, ცხოვრობს დაცულ და უსაფრთხო გარემოში და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა.

     

    სალომეს წარმატების პირველი ნაბიჯები

    17 მარტი, 2021

    2019 წლის დეკემბრის თვეში კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისთვის გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი - საპროექტო იდეების დაფინანსება, რასაც წინ უძღვოდა ახალგაზრდების მომზადება პროექტის წერასა და ზოგად სამეწარმეო უნარებში.

    განსაკუთრებული აქტიურობით ორი ახალგაზრდა გოგონა გამოირჩეოდა. ერთ-ერთი საპროექტო იდეა ანიმაციური გმირების კოსტუმების შეძენას და ბავშვთა და მოზარდთა დაბადების დღისთვის ანიმატორთა ჯგუფის ფუნქციონირებას მოიცავდა. იდეის ავტორმა ცენტრისგან მოიპოვა დაფინანსება და დიდი ენთუზიაზმით დაისყო საქმიანობა. 

    გოგონა, რომელიც მცირე ასაკიდან სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა. სულ პატარა იყო, როდესაც კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მას მერე არ გაუწყვეტია ორგანიზაციასთან ურთიერთობა. წლების განმავლობაში „მშვიდობის გზის“ კლუბის ერთგული წევრი იყო და ახლა უკვე ზრდასრული და წარმატებული ახალგაზრდაა.

    "აღნიშნული ინიციატივა დამეხმარა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენაში. უფრო მეტად გავაანალიზე რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი, ინტერესი და მისწრაფება. ეს პროექტი ჩემთვის ნიშნავს დამოუკიდებლად გადაწყევეტილების მიღების შესაძლებლობას, მომავალი ცხოვრების პერსპექტივაზე ფიქრს, შემოსავლის წყაროს, რაც ახალგაზრდობის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის, როგორც სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგარზდისთვის. კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა შემმატა თავდაჯერებულობა, დამეხმარა ემოციების მართვის უნარების ჩამოყალიბებაში და რაც ყველაზე მთავარია მასწავლა როგორ უნდა ვიბრძოლო წარმატებისთვის. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემ ცხოვრებაში სწორედ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრს და იმ გუნდს უკავშირდება, რომლებიც იქ მუშაობენ“ - აღნიშნა სალომემ. 

     

    მოგწონთ თუ არა ჩვენი ვებ-გვერდი?

    კი

    50.00%

    არა

    0.00%

    არ მაინტერესებს

    50.00%

    პარტნიორები

    istanbul escort şişli escort tbilisi escort şişli escort şişli escort maslak escort istanbul escort beşiktaş escort taksim escort izmir escort ümraniye escort mecidiyeköy escort şişli escort taksim escort ümraniye escort kartal escort şirinevler escort maltepe escort istanbul escort ümraniye escort kadıköy escort vip escort mersin escort istanbul escorts ataköy escort avcılar escort beylikdüzü escort okmeydanı escort şişli escort tuzla escort işitme cihazı sex shop sex shop sex shop sex shop sex shop sex shop sex shop sex shop