KA EN
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • ტრენინგები
  • გამოკითხვები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ

    კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი დაფუძნდა 2019 წელს  და ფუნქციონირებას აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ბაზაზე, რომელიც კახეთის რეგიონში 2008 წლიდან აქტიურად მუშაობდა სამი მიმართულებით; ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისთვის თემის, მუნიციპალურ და რეგიონის დონეზე.

    მისია

    ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის ხელშეწყობა საქართველოში.

    სტრატეგიული მიზნები:            

    • ღარიბ და მოწყვლად მოსახლეობასთან მუშაობა მათი განვითარებისა და სიღარიბის დაძლების მიზნით;
    • თემზე დაფუძნებული და მდგრადი განვითარების პროექტებზე მუშაობა სიღარიბის დონის შესამცირებლად ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
    • ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერა ბავშვთა დაცვის სისტემისა და სტრუქტურების გასაუმჯობესებლად;
    • ბავშვზე ორიენტირებული პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
    • ახალგაზრდების განათლების სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
    • საგანმანათლებლო, კულტურული, სოციალური და ბავშვზე ორიენტირებული პროგრამების, პროფესიული ტრენინგების განხორციელება საქართველოს მასშტაბით;
    • სოციალური მეწარმეობის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა.

    ორგანიზაცია მიზნების მისაღწევად:

    • თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაფინანსების, გრანტების მოპოვებისა და პროექტების განხორციელების მიზნით;
    • ახორციელებს სემინარებს, კონფერენციებს, ღონისძიებებს და სხვა საზოგადოებრივ აქტივობებს ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად;
    • თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, საკანონმდებლო ორგანოებთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

    სტატისტიკა

    2 200

    პროგრამაში ჩართული ბავშვი

    200+

    გადამზადებული პედაგოგი ყოველწლიურად

    1 500

    პროგრამაში ჩართული მშობელი

    პარტნიორები