გოჩა ხოზბერუაშვილი
გაიცანით, გოჩა ხოზბერუაშვილი, პროექტის -"გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიასა და კახეთში" - მონაწილე. გოჩა ხოზბერუაშვილი დასაქმებისა და პროფესიული დაგეგმვის სერვისში 2022 წლის ოქტომბერში ჩაერთო. იგი სოფელ ვარდისუბანში , მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.
გოჩას ოჯახის წევრები წლების განმავლობაში სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ. მათ ქონდათ ინკუბატორი თუმცა ვერ ახერხებდნენ საქმიანობის გაფართოებას. მათი შემოსავალი საკმაოდ მწირი იყო. პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ოჯახს გადაეცა ინკუბატორი და დენის მარეგულირებელი. ამასთან ოჯახს გაეწია ვეტექიმის მომსახურება, სწავლება პრაქტიკის მიმართულებით. ოჯახმა შეძლო მოცემული ინვენტარის დანიშნულებისამებრ გამოყენება და საკუთარი შემოსავლის გაზრდა.
გოჩა აღნიშნავს ,, ყოველთვის საკუთარ ფრინველების ფერმაზე ვოცნებობდი, ვხედავ, როგორ სრულდება ჩემი ოცნება. ახლა მე და ჩემი ოჯახი ამ ოცნების ასრულების გზაზე ვართ დაზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ცხოვრება უმჯობესდება“
პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების, ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.