ნანა გაგნიძე
ნანა გაგნიძე 41 წლის ქალბაონია. ნანა სოფელ ვარდისუბანში შვილებთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურად დაუცველია, მისი სოციალურ დახმარება 200 ლარს შეადგენს. ნანა პროფესიით სტილისტია, მისი სამუშაო გამოცდილება 5 წელზე მეტს ითვლის. მას უმუშავია სხვადასხვა სალონში. ნანა იხსენებს ,, წლები ძალიან მწირ შემოსავალზე ვმუშაობდი, ხშირად მიჭირდა მოცემული თანხით ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილება, მაგრამ სხვა გზა არ იყო უნდა მემუშავა“ , ნანას მონათხრობიდან ვიგებთ, რომ იგი ძირითადად დასაქმებული იყო სხვის სალონებში, სადაც მას საკუთარი ინვენტარი ძირითადად არ ჰქონია, მას უწევდა როგორც სალონის ქირის, ასევე ინვენტარის საფასურის გადახდა. ,, როდესაც ცოტა გავიმართებოდი, კაპიკს კაპიკზე ვადებდი და ინვენტარს ვყიდულობდი. ვფიქრობდი, დღეს კი აქ ვარ მაგრამ ხვალ რას ვიზავ?! ხომ უნდა მქონდეს ჩემი?!“ ამ ფიქრებმა ნანა იქამდე მიიყვანა, რომ რამდენიმე წელში ინვენტარის უმეტესობა უკვე თავისი ქონდა, მაგრამ აქ შემდეგი საკითხი იჩენდა თავს.
ტექნიკა ძველდება, ფუჭდება, ტყდება, თან როდესაც ეს ტექნიკა არ არის ისეთი ხარისხის, როგორიც უნდა იყოს. - ,, ასეთ დროს ხშირად ვფიქრობდი, რას შევთავაზებ მომხმარებელს?! გატეხილი წებოვანი ლენტით გადახვეული ფენით თმის გაშრობას ყველა ისურვებს?! - იქნებ ამიტომაც ვერ მივდივარ წინ“. სწორედ ამ ფიქრების დროს გამოჩნდა კახეთის სამხარეო ცენტრი და SOS ბავშვთა სოფელი- ასმათი, მარი და ნინო. ამ ადამიანებმა მომცეს იმის საშუალება, რომ საკუთარ თავში კიდევ ერთხელ მეპოვა ძალა, ვყოფილიყავი მიზანსწრაფული, მებრძოლი და აქტიური ქალი, რომელიც აუცილებლად იმუშავებს და იქნება წარმატებული.
,,პროქტში მონაწილეობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ამ ადამიანებმა, რეალურად ამოიცნეს ის საჭიროებები, რაც მე ამ ეტაპზე მქონდა. - ახლა ძალიან ამაყი ვარ, მაქვს განახლებული ტექნიკა, ინვენტარი და რაც მთავარია გაღიმებული სახე, ეს იმ ახალ ჩამოკიდებულ სარკეში შევამჩნიე, რომელიც ერთ-ერთი საჩუქარია, რაც მე ამ პროექტისგან მივიღე“.