KA EN
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • ტრენინგები
  • გამოკითხვები
  • კონტაქტი
  • „ერთად დავძლიოთ სიღარიბე“ მოდელში ჩართული მეწარმე ქალბატონის ისტორია

    26.03.2021 - 26.03.2021

    მარინა ახალგაზრდა გოგოა, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის პარტნიორ თემში ცხოვრობს. მარინას ყოველდღიურობა ბავშვების აღზრდითა და ოჯახური საქმიანობით შემოიფარგლებოდა, თუმცა მას ბევრი სხვა უნარ-ჩვევაც გააჩნდა, რომლის რეალიზებაც შესაძლებელი იყო მხარდაჭერის შემთხვევაში. კსგ ცენტრის მხარდაჭერა და ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა მარინასთვის და მისი ოჯახისთვის.

    მარინას ყოველთვის იზიდავდა და აინტერესებდა ქსოვა, ქარგვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება. თუმცა, ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი შემდგომი საქმიანობა ზუსტად მის საყვარელ საქმეს დაუკავშირდებოდა. მარინას ოჯახთან მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ მისთვის განსაკუთრებულ ინტერესს თექის დამუშვების ხელოვნება წარმოადგენდა და გადაწყდა, რომ სწორედ ამ მიმართულებით განევითარებინა უნარ-ჩვევები, რომელიც შემდგომში მისთვის მცირე შემოსავლის წყაროც გახდებოდა.

    კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ჩართულობის შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ორგანიზაციის დახმარებით მარინამ გაიარა პროფესიული გადამზადება, შეისწავლა თექის დამუშავების ტექნიკა და თექისგან აქსესუარებისა და სუვენირების დამზადება დაიწყო. საკუთარი საქმის წამოსაწყებად მარინას ცენტრის მიერ გადაეცა ნივთების დამზადებისთვის საჭირო ყველა მასალა, რის შემდგომაც ცენტრის ჩართულობით ხელნაკეთი ნივთების რეალიზებაზე ზრუვაც დაიწყო.

    დღეს მარინას უკვე საკუთარი საქმე აქვს. მას მცირე შემოსავალიც გაუჩნდა და დამოუკიდებელ და რეალიზებულ ქალად იქცა.  

    „ორგანიზაცია ჩემ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. შესაძლებლობა მომეცა, რომ შემესწავლა და მეკეთებინა ის, რაც ყოველთვის მომწონდა და რაც მთავარია ეს საქმე ჩემი შემოსავლის წყაროდ მექცია. მას შემდეგ რაც თექაზე მუშაობა და მისი რეალიზება დავიწყე უფრო თავდაჯერებული გავხვდი. მე, როგორც დედა, ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი საკუთარი შემოსავლებით ვუზრუნველყო ჩემი შვილების კეთილდღეობა. კსგ ცენტრის დახმარებით ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებაში არაერთი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა" - აღნიშნავს მარინა. 

    სტატისტიკა

    2 200

    პროგრამაში ჩართული ბავშვი

    200+

    გადამზადებული პედაგოგი ყოველწლიურად

    1 500

    პროგრამაში ჩართული მშობელი

    პარტნიორები