ნანა ათუაშვილი
ნანა ათუაშვილი
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის დირექტორინანა ათუაშვილი ორგანიზაცია World Vision International -ში მუშაობს 2004 წლიდან სხვადსხვა პოზიციაზე, მისი საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებული იყო ბავშვების და ახალგაზრდების განვითარებასთან, სანამ ორგანიზაციაში მუშაობას დაიწყებდა 1999 წლიდან მოხალისედ მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ დეპატამენეტში, სადაც მისი მოვალეობა იყო რეგიონის ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარება. 2001 წლიდან ის არის ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძვნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა პირველი ახალგაზრდული ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტში, რომელიც ორიენტირებული იყო ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მიღებაზე. 2002 წლიდან ის იყო ფონდი ,, ჰორიზონტის“ სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ჯგუფის ფუქცია იყო სოციალური საკითხების ადვოკატირება, 2004 წელს იგი მუშაობას იწყებს World Vision International საქართველოში სოციალური მუშაკების ჯგუფის ლიდერად და ამავდროულად არის , მცირე საოჯახო ტიპის სახლის სუპერვაიზერი, მისი სამუშაო მოვალეობა იყო როგორც სახლის სუპერვიზირება და მენეჯმენტი, ასევე მუშაობდა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ 14- 18 წლამდე ახალგაზრდებთან. 2008 წელს იგი შეუერთდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მუშაობდა ქვეყანაში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ხელშეწყობზე, ბავშვთა დაცვა, მოწყვლადი ოჯახების გაძლიერება და სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მოზარდებისთვის პროფესიული ორიენტაციის განვითარებაზე.
2008 წლიდან მუშაობა დაიწყო World Vision International -ში კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამაში თემის მობილიზატორად მის საქმიანობას წარმოადგენდა თემის მობილიზაცია და თემის წევრების მხარდაჭერა, თემში არსებული სირთულეების გადაჭრის მიზნით.
2012 წლიდან ნანა არის World Vision International -ში კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი, სადაც პასუხისმგებელია პროექტის მიზნების და ინდიკატორების მიღწევაზე, პროექტის შინაარსის და ფინანური რესურების ადმინისტრირებასა და ხარისხის და მონიტორინგის ზედამხედველობაზე. პარალელურად მისი დელეგირებული ფუნქცია არის კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის დირექტორის პოზიცია.
ნანა ათუაშვილმა 1993 წელს, მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის სწავლობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიკის და განათლების ფაკულტეტზე. 2006-2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში გაიარა სოციალური სამუშაოს სერტიფიცირებული კურსი.
ნანას წარსული სამუშაო წლები დაკავშირებულია თემის, ბავშვების და ოჯახების კეთიდღეობასთან. ამ წლების განმავლობაში მან დააგროვა ძალიან ბევრი თეორული თუ პრაქტიკული ცოდნა ადამიანებთან ურეთიერთობებში. იგი თვლის, რომ მისი საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრების ცვლილებასთან და მისივე საქმიანობა პოზიტიურად ცვლის, როგორც მის ცხოვრებას ასევე სხვა ადამიანების ცხოვრებასაც.
ელ-ფოსტა: Nana_atuashvili@wvi. org