ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისებისთვის
01.01.2023 - 01.01.2024
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი ერთი წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტში ახორციელებდა პროექტს "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისებისთვის".
პარალელურად, ყვარელში მიმდინარეობს პროექტი “გაუმჯობესებული სკოლამდელი განათლების სერვისი ყველა ბავშვს”.
ორივე პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და ზრდასრულების მხარდაჭერას, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას, მუნიციპალური სტრუქტურების მხარდაჭერას და მრავალფეროვანი სერვისების შექმნის ხელშეწყობას.
27 ივნისს ჩატარდა ორივე პროექტის შემაჯამებელი და საადვოკატირო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია განხორციელებული საქმიანონების შესახებ და დაისახა სამომავლო გეგმებიც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციაპლიტეტის მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანება და ყველა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი, დონორი ორგანიზაციები - Coalition For Independent Living / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, Europe Foundation • ევროპის ფონდი, პროექტის ფარგლებში ჩართული შშმ პირები, შშმ ბავშვების მშობლები და აქტიური მოქალაქეები.