ბავშვთა დაცვის პროგრამის ფარგლებში იწყებს ვიდეო მიმართვების ციკლს, მშობლებისთვის
24.03.2021 - 24.03.2021კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი უკვე რამოდენიმე თვეა ახორციელებს პროექტს "მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს ", PH international - „სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის „ (SCOPE) ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში ( ყარაჯალა, კისისხევი, ქვ.ხოდაშენი,ვაჩნაძიანი, შაშიანი, კალაური, ვაზისუბანი) სამართალდამცავი სტუქტურის წარმომადგენლებს და სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება, ნდობის გაღრმავება და დამოკიდებულებების ცვლილება არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით.
იანვრის თვეში პროექტი აქტიური ტრენინგების ფაზაზე გადავიდა. გაიმართა 7 ტრენინგი სამიზნე სკოლების დაინტერესებული პედაგოგებისთვის, მოზარდებისთვის და მათი მშობლებისთვის. 100 ზე მეტ მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის , კოდექსის, საკუთარი უფლებების , სკოლის როლის, ბათუმის ესკორტები ასევე პრევენციის დონეების და აღდგენითი მართლმსაჯულების არსის და საქართველოში არსებული აღდგენითი მართლმსაჯულების განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შესახებ.