„არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება საქართველოში“
17.10.2024 - 17.10.2024
პროექტი ემსახურება ჯანდაცვისა და ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც მოიზარებს:
1. მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხებზე;
2. ჯანდაცვის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას;
3. სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.
ოქტომბრის თვეში მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღიჭურვა თელავის შშმ პირთა დღის ცენტრი „ალტერ ეგო“ , რომელიც 35 ადამიანს ემსახურება. ცენტრის ბაზა ბოლო 12 წლის განმავლობაში არ განახლებულა და პროექტის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ხელს შეუწყობს ცენტრის სოცოცხლისუნარიანობას.
პროექტი ხორციელდება World Vision საქართველოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით.