KA EN
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • ტრენინგები
  • გამოკითხვები
  • კონტაქტი
  • ბავშვთა და მშობელთა განათლებისა და განვითარების ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტში

    21.10.2024 - 21.10.2024

    კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა კიდევ ერთი ბავშვთა და მშობელთა განათლებისა და განვითარების ცენტრი გახსნა ახმეტის მუნიციპალიტეტში. 

    ბავშვთა და მშობელთა განათლებისა და განვითარების ცენტრში უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ბავშვთა ადრეული განვითარების  ქვეპროგრამა. აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 0-7 წლამდე განვითარების ეტაპების დაყოვნების ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისთვის და მათ ოჯახებისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.  

    18 ოქტომბერს  ცენტრის ოფიციალურად გახსნის ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ბავშვებთან კავშირიში მყოფი ყველა საჯარო უწყების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ცენტრის სერვისების მნიშვნელობას და იმ სამომავლო გეგმებს, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებსა და ოჯახებს მხარდაჭერას გაუწევს მრავალფეროვან სერვისებისთან წვდომის მიმართულებით.  აღსანიშნავია, რომ ახმეტაში ამ დრომდე არ იყო არცერთი მხარდამჭერი სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებს მოემსახურებოდა. 

    ბავშვთა და მშობელთა განათლებისა და განვითარების ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა და შინაარსობრივი ნაწილი უზრუნველყო კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა.

    სხვა სიახლეები

    პარტნიორები

    istanbul escort şişli escort tbilisi escort şişli escort şişli escort maslak escort istanbul escort beşiktaş escort taksim escort izmir escort ümraniye escort mecidiyeköy escort şişli escort taksim escort ümraniye escort kartal escort şirinevler escort maltepe escort istanbul escort ümraniye escort kadıköy escort vip escort mersin escort istanbul escorts ataköy escort avcılar escort beylikdüzü escort okmeydanı escort şişli escort tuzla escort işitme cihazı sex shop sex shop sex shop sex shop sex shop sex shop sex shop sex shop