დონჩენკოების 5 შვილიანი ოჯახი სოფელ კურდღელაურში ცხოვრობს. ისინი ბოშათა თემის წარმომადგენლები არიან. ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა რაც ჩათულია „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი საქართველოსა“ და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ერთობლივ პროექტში - „ გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემები გურიასა და კახეთში“. პროექტი ოჯახების შერჩევის დროს განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საზოგადოების სხვადასხვა კუთხით მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის არიან ეროვნული უმცირესობებიც, რომლებთანაც ხორციელდება პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ქტივობები. გარდა ამისა, პროექტი ყოველთვის ითვალისწინებს სხვა დამატებით, გარე შესაძლებლობებს, რათა ხელი შეუწყოს აღნიშნული ჯგუფების განათლებას, განვითარებას, საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, რაც თავის მხირვ ხელს უწყობს საზოგადოებრივი სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებას, სტრეოტიპების რღვევას და ბავშვთა და მოზარდთა კეთილდღეობას.
მსურს, გიამბოთ ელიზავეტა დონჩენკოს შესახებ. 15 წლის ელიზავეტა კურდღელაურის საჯარო სკოლაში სწავლობს. ელიზავეტა მოსიყვარულე, აქტიური და ხალისიანი გოგონაა. როგორც მშობლები და პედაგოგები აღნიშნავენ ელიზავეტა საკმაოდ მაღალი მოტივაციით გამოირჩევა სწავლის და განვითარების მიმართ. კარგი მოსწავლეა და მიზნდ ისახავს რომ მომავლაშიც კარგი განთლება მიიღოს. მას სურს იყოს განთლებული, რათა დაიცვას თავიანთი თემის უფლებები, დაეხმაროს სხვა ბოშებს განვითარებასა და განათლების მიღებაში. ელიზავეტა და მისი ოჯახი ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდებიან პროექტის ფარგლებში შეთავაზებული სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს.
გასულ თვეს ელიზავეტამ პროეტქიდან საინტერესო შეთავაზება მიიღო: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) პარტნიორობის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროგრამა „COVID-19 პანდემიის პრევენცია დაუცველ მოზარდებში ჰიგიენის ხელშეწყობის გზით“. პროგრამის მიზანია უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკების სწავლება და ინფორმირებულობის ამაღლება 12-17 წლამდე მოზარდებში. (სამიზნე ჯგუფებია: მიუსაფარი, მზრუნველობა მოკლებული, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდები).აღნიშნული პროექტის ფარგლებში კახეთში შეირჩა 12 მოზარდი და მოხდა მათი გადამზადება რის შემდეგაც ისინი, როგორც თანასწორგანმანათლებლები გააგრძელებენ მუშაობას თავიანთ თანტოლებთან. კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა, შეთავაზება გაუკეთა ოჯახის გაძლიერების პროექტის სამიზნე ოჯახების მოზარდებს, მათ შორის ელიზავეტასაც. დონჩენკოების ოჯახი დიდი ინტერესითა და სიხარულით შეხვდა ამ ინიციატივა, ელიზავეტამ დაუყონებლივ გაირა სესარჩევი კონკურსი და შერჩეულ იქნა 12 მოზარდს შორის. როგრც თავდ ელიზავეტა გვიზიარებს მისთვის ეს პირველი შემტხვევა იყო, როდესაც ასეთ საინტერესო ინიციატივაში ჩაერთო. ის განსაკუთრებულად უსვამს ხაზსს პროექტის ფარგლებსი ჩატარებული 3 დღიან ტრენინგს , რომელიც დაბა ცემში ჩატარდა. ელიზავეტა აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი დამოუკიდებელი გამოცდილება იყო.
გადამზადებული მოზარდები აქტიურად გააგრძლებებნ მუშაობს წლის მნაძილზე. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ჯგუფებისთვის, რადგან მათ ეძლევათ შანსი, უფრო მეტი განვითარების, განათლების, საზოგადოებაში ინტეგრირების, რაც თავის მხირვ პოზიტიურად აისახება მოზარდების პიროვნულ ფორმირებაზე.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ბოშათა თემის წარმომადგენელმა ახალგაზრდამ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო საგანმანათლებლო გასვლით ღონისძიებაში და გააგრძელებს საგანმანათლებლო აქტივობას თანატოლ ქართველ და არაქართველ ბავშვებთან.“ ეს ჩემი სწავლისა და განვითარების საუკეთესო შანსია, მე ბედნიერი ვარ და მიხარია რომ აქ მოვხვდი“-აღნიშნავს ელიზავეტა. „მე ამაყი ვარ რადგან ჩემი შვილი ქართველი ბავშვივით ჩაატარებს ტრენინგებს სხვა ბავშვებისთვის, მიიღებს დიდ ცოდნას, რომელიც ძალიან გამოადგება მომავალში“ -აღნიშნავს ნინა დონჩენკო