ყვარლის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა
11.10.2024 - 11.10.2024
ყვარლის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა.
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2023 წლის ივნისიდან ახორციელებს პროექტს „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისებისთვის“, რომლის მიზანია ყვარლის
მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა, არსებული საჭიროებების გამოვლენა, კანონის იმპლემენტაციის მონიტორიგი და ადვოკატირება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში შეიქმნა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შესაბამის თანამშრომლებთან ერთად შედიან შშმ პირები, შშმ ბავშვების მშობლები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება.
24 მაისს ტრენინგი ჩატარდა საბჭოს წევრებისთვის, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოს სტრუქტურისა და უფლება-მოვალეობების დეტალური გაცნობა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მოდელები და საბჭოს როლი მოდელებთან მიმართებაში. მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ კონვენციას და კონვენციის პრინციპებს. ერთ-ერთ საკითხს კი წარმოადგენდა მუნიციპალურ პროგრამებში მისაწვდომობის ბარიერების იდენტიფიცირება, პრევენცია და აღმოფხვრა.
ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი ინკლუზიის მიმართულებით - ვიქტორია მიდელაური.
პროექტი მხარდაჭერილია პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს Coalition For Independent Living / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის Europe Foundation • ევროპის ფონდი და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელ ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით.